იხილე ვიდეო - როგორ ჩამოტვირთო ახალი სუპერფინი
სარჩევი
განახლება 2.045
სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა
მიმდინარე განახლებიდან, პროგრამას დაემატა ნავთობ პროდუქტების საცალო მიწოდების სპეც. ანგარიშ-ფაქტურების RS.GE-დან ჩამოტვირთვის საშუალება.
შემოსავლის ზედდებულში, ჩამოტვირთვის ღილაკზე

ზემოქმედებით გახსნილ ფანჯარაში ‘RS.GE–ზე მიღებული ზედნადებები’, სასაქონლო ზედნადებებთან ერთად
უკვე ჩანს მიღებული საცალო მიწოდების სპეც. ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არის პირველადი, დასადასტურებელი ან დადასტურებული.
სპეც. ანგარიშ-ფაქტურების (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთიანად) ჩამოტვირთვა ხორციელდება სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის ანალოგიურად.
პარამეტრები - მომსახურების კონტროლი
მიმდინარე განახლებიდან, პარამეტრების ფანჯარაში (სერვისი/პარამეტრები) დაემატა ახალი ჩანართი gss.ge - რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ნომერი - წარმოადგენს თქვენი პროგრამისათვის რეგისტრაციისას მინიჭებულ უნიკალურ ნომერს, რომელიც ინახება ჩვენს სერვერზე.
რეგისტრაციის ნომერი ასევე ინახება თქვენს პროგრამაშიც, ფანჯარაში პროგრამის შესახებ (დახმარება/პროგრამის შესახებ).
თუ ‘პარამეტრების’ ფანჯარაში მოცემული რეგისტრაციის ნომერი არ ემთხვევა ფანჯარაში ‘პროგრამის შესახებ’ მოცემულ ნომერს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროგრამა სხვა კომპიუტერზეც არის ინსტალირებული.
მიაქციეთ ყურადღება:
ამ შემთხვევაში, თქვენი პროგრამა (როგორც ერთმომხმარებლიანი, ასევე ქსელური ვერსია) ავტომატურად ხდება არალიცენზირებული და შეიზღუდება მისი გამოყენების საშუალება, კერძოდ: კონკრეტული ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში 100-ზე მეტი საბუთის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება საბუღალტრო გატარების, შემოსავლის ზედდებულის, გასავლის ზედდებულისა და მწჩ საბუთების შენახვა.
თუ ‘პარამეტრების’ ფანჯარაში მოცემული რეგისტრაციის ნომერი არ ემთხვევა ფანჯარაში ‘პროგრამის შესახებ’ მოცემულ ნომერს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროგრამა სხვა კომპიუტერზეც არის ინსტალირებული.
მომსახურების ვადა - გაჩვენებთ თქვენი პროგრამის მომსახურების ვადას, რაც ჩვენს სერვერზე არის დაფიქსირებული. თუ ეს ვადა მეტია ვიდრე ფანჯარაში პროგრამის შესახებ (დახმარება/პროგრამის შესახებ) არსებული ვადა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროგრამა გასაახლებელია).
მიაქციეთ ყურადღება:
თქვენი პროგრამის (როგორც ერთმომხმარებლიანის, ასევე ქსელური ვერსიის) მომსახურების ვადის გასვლისთანავე (როცა რეალური მიმიდნარე თარიღი მეტია ‘პარამეტრების’ ფანჯარაში მოცემულ მომსახურების ვადაზე) შეიზღუდება მისი გამოყენების საშუალება, კერძოდ: კონკრეტული ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში 100-ზე მეტი საბუთის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება საბუღალტრო გატარების, შემოსავლის ზედდებულის, გასავლის ზედდებულისა და მწჩ საბუთების შენახვა მომსახურების ვადის შემდეგ თარიღებში.
ღილაკი ინფორმაციის განახლების მოთხოვნა - პროგრამას ჩვენი სერვერიდან თქვენი პროგრამის რეგისტრაციის ნომერს და მომსახურების ვადას ხელახლა მოაქვს. ამ ინფორმაციის წამოღება ასევე ავტომატურად ხდება პროგრამაში შესვლის დროსაც.
დამატება 1
დამატებითი ხარჯების გადანაწილება წარმოების და მოძრაობის საბუთებზე
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ‘წარმოების’ ან/და ’მოძრაობის’ საბუთებზე დამატებითი ხარჯების ერთიანად გადანაწილების საშუალებ, რისი უფლებაც გააჩნია მთ. ბუღალტერს, ‘საწყობის მენეჯერსა’ და ‘მენეჯერ ბუღალტერს’.
‘ვაჭრობა/წარმოების’ განყოფილებაში ‘ხარჯების განაწილების’ ღილაკზე დაჭერით ან ‘ALT+Shift+F8’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ფანჯარა ‘დამატებითი ხარჯების განაწილება’.
პერიოდის ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის SuperFin კალენდარში მითითებული პერიოდით.
ფანჯარაში ჩანს მითითებული პერიოდის შესაბამისი ‘დამატებითი ხარჯების განაწილების’ საბუთები.
კონკრეტული საბუთ(ებ)ის მოსაძებნად, სასურველი პერიოდისა და შინაარსის საძებნი მნიშვნელობის მითითების შემდეგ, F5 კლავიშით განახლდება საბუთების სია.
‘ხარჯების განაწილების’ შექმნა
ინსტრუმენტების ზოლში ‘ახალი ხარჯის განაწილების’

ღილაკზე დაჭერით ან ‘CTRL+N’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ‘დამატებითი ხარჯების განაწილების’ ფანჯარა.
საბუთის თარიღი ავტომატურად შევსებულია პროგრამაში მითითებული მიმდინარე თარიღით.
შინაარსის ველში მიეთითება საბუთის შინაარსი, მაგალითად: 2022 წლის იანვრის წარმოების საბუთებზე კომუნალური ხარჯების გადანაწილება.
გასანაწილებელი ხარჯების დამატება
ინსტრუმენტების ზოლში ‘ახალი ხარჯის დამატების’

ღილაკზე დაჭერით ან ‘CTRL+N’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ‘გასანაწილებელი ხარჯის’ დამატების ფანჯარა.
‘ხარჯის ანგარიშის’ ველში მიეთითება ანაგრიში, რომლიდანაც უნდა გადანაწილდეს ხარჯი, ‘მოძრაობის/წარმოების’ საბუთებზე.
‘ხარჯის’ ველში მიეთითება ხარჯის გასანაწილებელი თანხის ოდენობა.
‘ვალუტის’ ველში მიეთითება გასანაწილებელი თანხის ვალუტა.
‘კურსი’ ავტომატურად ივსება ‘ხარჯების განაწილების’ საბუთის თარიღში მოქმედი ეროვნული კურსით.
‘ხარჯი ლარში’ ველი ავტომატუირად ივსება არჩეული ვალუტისა და მისი ეროვნული კურსის მიხედვით.
მიაქციეთ ყურადღება:
მიუხედავად ვალუტისა და სავალუტო თანხის მითითებისა, ხარჯის ანგარიშზე საბუღალტრო გატარება მოხდება ლარში.
თანხმობის ღილაკზე დაჭერით, მითითებული ხარჯი დაემატება საბუთის ‘ხარჯების’ ჩანართში, სადაც ჩანს ხარჯის ანგარიშის ნომერი და დასახელება, ხარჯი ვალუტაში, ვალუტა და ხარჯი ექვივალენტ ლარში.
ანალოგიურად შესაძლებელია რამდენიმე ხარჯის დამატება.
საბუთის ქვედა მარჯვენა ნაწილში ჩანს გასანაწილებელი ხარჯების ჯამი.
‘მოძრაობა-წარმოების’ საბუთების დამატება
‘მოძრაობის’/‘წარმოების’ საბუთების დასამატებლად გადავდივართ ‘მოძრაობა-წარმოების’ ჩანართში.
ინსტრუმენტების ზოლში ‘საბუთების დამატების’

ღილაკზე დაჭერით ან ‘CTRL+SHIFT+N’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ‘მოძრაობა-წარმოების’ საბუთების დამატების ფანჯარა.
პერიოდის ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის SuperFin კალენდარში მითითებული პერიოდით.
პრიორიტეტულად მონიშნულია ‘მოძრაობა’. ‘წარმოების’ საბუთების დამატების მიზნით ვირჩევთ ‘წარმოებას’.
ერთერთი საწყობის მითითების მიზნით, საწყობების ფანჯრიდან ვირჩევთ საჭირო მათგანს.
კონკრეტული საბუთ(ებ)ის ძებნის მიზნით ნომრისა და შინაარსის ველებში მიეთითება საძებნი მნიშვნელობები.
ძებნის საჭირო პირობების მითითების შემდეგ, განახლების

ღილაკზე დაჭერით ფანჯარაში გამოჩნდება ‘მოძრაობის’/’წარმოების’ შესაბამისი საბუთები.
ერთი კონკრეტული საბუთის დამატება შესაძლებელია მასზე თაგვის ორჯერადი დაჭერით ან მისი მონიშვნისა და ‘მიმდინარეს დამატების’ ღილაკზე დაჭერით.
მოძებნილი საბუთების ერთიანად დამატების მიზნით ვაჭერთ ‘ყველას დამატების’ ღილაკს.
შედეგად, ‘მოძრაობის’/’წარმოების’ საბუთები დაემატება ‘ხარჯების განაწილების’ საბუთში, სადაც ჩანს მათი: შესრულების მდგომარეობა, აიდი (ID), თარიღი, ნომერი, შინაარსი, ოპერაციის ტიპი, საწყობი, მიმღები საწყობი, თანხა, ხარჯი და განაწილებული ხარჯი.
საბუთ(ებ)ის დამატებისთანავე (ასევე, დამატების შემდეგ სიიდან ერთერთი საბუთის წაშლის დროს) დამატებითი ხარჯები ავტომატურად ნაწილდება არსებული საბუთების ღირებულებების (თანხისა და ხარჯის ჯამი) პროპორციულად.
დამატებული საბუთებიდან არასაჭირო მათგანის ამოსაღებად შესაძლებელია სიიდან მისი წაშლა.
მიაქციეთ ყურადღება:
ხარჯების განაწილება ხდება შეუსრულებელ საბუთებზეც.
ბოლოს კი, თანხმობის ღილაკზე დაჭერით, პროგრამაში მიიღება შეტყობინება, რომ განაწილების შენახვა შეეხება განაწილებაში მონაწილე ყველა საბუთს.
როგორც შეტყობინებიდან ჩანს, განაწილებაში მონაწილე საბუთები გახდება არასრულად შესრულებული (ასეთი საბუთები აღნიშნული იქნება წითელი კითხვისნიშნით - ‘ყველა საბუთის’, ‘მოძრაობა, წარმოება, ჩამოწერის’ და ‘ხარჯების განაწილების’ ფანჯრებში) და საჭირო იქნება მათი თვითღირებულებების გადათვლა.
თანხმობის შემთხვევაში, ‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე ‘მოძრაობის’/’წარმოების’ საბუთებში აისახება მათი ღირებულებების (საქონლების თვითღირებულებისა და საქონლების ინდივიდუალური დამატებითი ხარჯების ჯამის) პროპორციულად განაწილებული ხარჯები (გ. ხარჯი).
მიაქციეთ ყურადღება:
საბუთებში დამატებული ‘განაწილებული ხარჯები’ საქონლის თვითღირებულებებზე ჯერ არ არის გადანაწილებული და მათ გადასანაწილებლად საჭიროა შესაბამისი პერიოდის საბუთების ‘თვითღირებულებების გადათვლა’.
თვითღირებულების გადთვლის შემდეგ, საბუთებში განაწილებული ხარჯები გადანაწილდება საქონლის თვითღირებულებებზე და შესაბამისად საბუთის საბუღალტრო გატარებებს დაემატება ხარჯის განაწილების გატარებები პარამეტრებში მითითებული სატრანზიტო ანგარიშის გავლით.
‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობები
‘ხარჯების განაწილების’ საბუთის გატარებისათვის აუცილებელია სრულდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:
1. |
A - საწყობში წარმოებული საქონელი არ უნდა შედიოდეს იგივე A საწყობში სხვა წარმოების შემადგენლობაში;
|
2. |
A - საწყობში წარმოებული საქონლის შემადგენლობა არ უნდა შედიოდეს სხვა მოძრაობის იგივე მიმღებ A საწყობში;
|
3. |
წარმოების ან/და მოძრაობის მიმღები A საწყობის საქონელი არ უნდა შედიოდეს სხვა მოძრაობის იგივე A გამცემ საწყობში.
|
აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ‘მოძრაობის’/‘წარმოების’ საბუთების თვითღირებულების ცვლილება ხდება რეკურსიულად (საბუთების თვითღირებულებების დადგენა ერთმანეთზეა დამოკიდებული), ამიტომ შეუძლებელი ხდება ხარჯების განაწილებისათვის პროპორციის დადგენა და შესაბამისად ხარჯების სწორად განაწილება, რის შესახებაც მიიღება შესაბამისი შეტყობინება.
მიღებულ შეტყობინებაში ჩანს იმ საბუთების აიდი (ID), რომელთა გამოც ხდება დამატებითი ხარჯის განაწილებისთვის აუცილებელი პირობ(ებ)ის დარღვევა.
თანხმობის შემთხვევაში ‘ხარჯების განაწილების’ საბუთი ინახება ‘არასრულად შესრულებული’ სახით და ხარჯების საბუთებზე გადანაწილება არ მოხდება.
თუ ხარჯის გადანაწილება საჭიროა ისეთ საბუთებზე, რომელთა გამოც ხდება ‘პირობების’ დარღვევა, მაშინ ასეთი საბუთებისათვის უნდა შეიქმნას ‘ხარჯების განაწილების’ ცალცალკე საბუთები, სადაც უნდა მიეთითოს თითოეული მათგანისათვის განკუთვნილი ხარჯების ოდენობა.
მიაქციეთ ყურადღება:
თუ ‘ხარჯების განაწილების’ საბუთით უკვე იყო საბუთებზე ხარჯები განაწილებული (‘ხარჯების განაწილების’ საბუთი სრულყოფილად იყო შესრულებული) და რედაქტირებისას მისი შენახვა მოხდა ‘შეუსრულებელი’ ან ‘არასრულად შესრულებული’ სახით, საბუთებში მოხდება ‘განაწილებლი ხარჯების’ განულება.
‘ხარჯების განაწილების’ საბუთის რედაქტირება და წაშლა
‘დამატებითი ხარჯების განაწილების’ ფანჯარაში საჭირო საბუთის მონიშვნისა და ინსტრუმენტების ზოლში რედაქტირების

ღილაკზე დაჭერით ან ‘CTRL+E’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ‘ხარჯების განაწილების’ საბუთი.
‘ხარჯების’ ჩანართში შესაძლებელია ხარჯის დამატება, შეცვლა ან წაშლა.
‘მოძრაობა-წარმოების’ ჩანართში შესაძლებელია საბუთის დამატება ან წაშლა.
საჭირო ცვლილებების შეტანის შემდეგ, ‘ხარჯების განაწილებაში’ არსებულ საბუთებზე მოხდება ხარჯების ახალი განაწილება და თანხმობის ღილაკზე დაჭერით, შეცვლილი გასანაწილებელი ხარჯების ჯამი ხელახლა გადანაწილდება მონაწილე საბუთებზე, რის შემდეგაც საბუთები, რომელთაც შეეცვლებათ ‘განაწილებული ხარჯი’, კვლავ გახდება არასრულად შესრულებული და შესაბამისად, საჭირო იქნება მათი თვითღირებულებების ხელახალი გადათვლა.
თუ ‘ხარჯების განაწილების’ რედაქტირებისას, მასში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოხდა აუცილებელი პირობ(ებ)ის დარღვევა (იხილეთ პუნქტი - ‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობები), ამ შემთხვევაში მიიღება შეტყობინება პირობ(ებ)ის დარღვევის გამომწვევი საქონლისა და საბუთების შესახებ და თანხმობის შემთხვევაში ‘ხარჯების განაწილების’ საბუთი შეინახება ‘არასრულად შესრულებული’ სახით, რის გამოც ხარჯების საბუთებზე გადანაწილება არ მოხდება (თუ უკვე იყო, განულდება). აქვე შეგახსენებთ, რომ ამით საქონლის თვითღირებულებები არ იცვლება. განაწილებული ხარჯების საქონლის თვითღირებულებებზე გადანაწილება/გაუქმება ხდება მხოლოდ ‘თვითღირებულების გადათვლის’ საფუძველზე.
‘ხარჯების განაწილების’ საბუთის წაშლის ან შეუსრულებლად შენახვის შემთხევვაში, მასში მონაწილე საბუთებში მოხდება განაწილებული ხარჯების განულება. ამ შემთხვევაშიც, საბუთები გახდება არასრულად შესრულებული და შესაბამისად, საჭირო იქნება მათი თვითღირებულებების ხელახალი გადათვლა, რადგანაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განაწილებული ხარჯის ცვლილება (თუნდაც განულება) არ ანახლებს საქონლის თვითღირებულებებს.
‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე ‘მოძრაობის’/’წარმოების’ საბუთის რედაქტირება და წაშლა
‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე საბუთის რედაქტირება (თუ ხდება საბუთის თვითღირებულების (თანხისა და ხარჯის ჯამი) შეცვლა) ან წაშლა, იწვევს ამ საბუთთან ერთად ‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე სხვა საბუთებში განაწილებული ხარჯების ხელახლა დათვლას და საბუთების არასრულად შესრულებას, რადგანაც იცვლება ერთ ‘განაწილებაში’ მონაწილე საბუთების თვითღირებულებების პროპორცია, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ხარჯების განაწილება.
თანხმობის შემთხვევაში ხდება გასანაწილებელი ხარჯების ხელახალი განაწილება საბუთებში, ხოლო მათი საქონლ(ებ)ის თვითღირებულებებზე გადასანაწილებლად საჭიროა ‘თვითღირებულების გადათვლა’.
თუ საბუთის რედაქტირებისას აღმოჩნდა ‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობ(ებ)ის დარღვევა (იხილეთ პუნქტი - ‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობები), პროგრამას გამოაქვს შეტყობინება პირობ(ებ)ის დარღვევის გამომწვევი საქონლისა და საბუთების შესახებ და ‘ხარჯების განაწილების’ საბუთი ხდება ‘არასრულად შესრულებული’. ამ შემთხვევაში, საბუთებში ნულდება განაწილებული ხარჯები (შეგახსენებთ, რომ ამით საქონლის თვითღირებულებები არ იცვლება. განაწილებული ხარჯების საქონლის თვითღირებულებებზე გადანაწილება/გაუქმება ხდება მხოლოდ ‘თვითღირებულების გადათვლის’ საფუძველზე).
‘წარმოების’/’მოძრაობის’ საბუთი ერთდროულად შეიძლება მონაწილეობდეს ერთზე მეტ ‘ხარჯების განაწილებაში’. ამ შემთხვევაში, საბუთში ჯამდება და საქონლის თვითღირებულებებზე ნაწილდება ყველა განაწილებიდან მიღებული ‘განაწილებული ხარჯები’. ‘ხარჯის განაწილების’ იმ საბუთების სანახავად, რომელშიც მონაწილეობს ეს საბუთი, ვაჭერთ ღილაკს ‘გ. ხარჯი ინფო’
თვითღირებულების გადათვლა ‘ხარჯების განაწილების’ შემდეგ
როგორც წინა პუნქტებში იყო აღნიშნული, ‘ხარჯების განაწილების’ შექმნის, რედაქტირების, ასევე ‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე საბუთების რედაქტირების შემდეგ, საბუთები შეიძლება გახდეს ‘არასრულად შესრულებული’, რა დროსაც აუცილებელია მათი თვითღირებულების გადათვლა.
თვითღირებულების გადათვლის პროცესში, თუ ‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე საბუთებს ეცვლება თვითღირებულება (თანხისა და ხარჯის ჯამი), ეს ბუნებრივად იწვევს ამ განაწილების საბუთებზე ახლიდან გადანაწილებას. ამ დროს თვითღირებულების გადათვლის პროცესი გაჩერდება, რადგან დამატებით უკვე საჭირო იქნება ამ განაწილების საბუთების ხელახლალი გადათვლაც.
თანხმობის შემთხვევაში პროგრამას გამოაქვს შეტყობინება იმ საბუთის შესახებ, რომელმაც გამოიწვია ეს შეწყვეტა.
თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული საბუთი და მასთან ერთად უკვე გადათვლილ ‘ხარჯების განაწილებაში’ მონაწილე საბუთები ისევ დარჩება ‘არასრულად შესრულებული’ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საჭიროა მათი მოძიება და შესაბამისი თარიღიდან თვითღირებულებების ხელახლა გადათვლა.
თუ თვითღირებულების გადათვლისას, აღმოჩნდა ‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობ(ებ)ის დარღვევა (იხილეთ პუნქტი - ‘ხარჯების განაწილების’ შესრულების პირობები), პროგრამას გამოაქვს შეტყობინება პირობ(ებ)ის დარღვევის გამომწვევი საქონლისა და საბუთების შესახებ და თანხმობის შემთხვევაში პროგრამა გაცნობებთ, რომ თვითღირებულებების გადათვლა ხელახლა არის საჭირო.
ამ შემთხვევაში, ‘ხარჯების განაწილების’ საბუთი ხდება ‘არასრულად შესრულებული’. ხოლო საბუთებში ნულდება ამ განაწილების შესაბამისი განაწილებული ხარჯები (შეგახსენებთ, რომ ამით საქონლის თვითღირებულებები არ იცვლება. განაწილებული ხარჯების საქონლის თვითღირებულებებზე გადანაწილება/გაუქმება ხდება მხოლოდ ‘თვითღირებულების გადათვლის’ საფუძველზე).
ყველა საბუთი - (ფილტრი)
ყველა საბუთის ფანჯარაში დაემატა ‘შესრულებული’, ‘შეუსრულებელი’ და ‘არასრულად შესრულებული’ საბუთების ძებნის საშუალება.
ინსტრუმენტების ზოლში ‘საბუთების ფილტრის’

ღილაკზე დაჭერით ან ‘CTRL+O’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუთების ფილტრის ფანჯარა, სადაც შესრულების ველში შესაძლებელია სასურველი საძებნი მნიშვნელობის არჩევა.
საბუთების სასურველი მდგომარეობის არჩევის შემდეგ, თანხმობის ღილაკზე დაჭერით ეკრანზე მიიღება მხოლოდ არჩეული მდგომარეობის მქონე საბუთები.
საბუთის შესრულების მდგომარეობით ძებნის საშუალებით მარტივი გახდა ასევე, იმ ‘მოძრაობის’/’წარმოების’ საბუთების მოძებნა, რომლებიც მონაწილეობს ‘ხარჯების განაწილებაში’ და შენახული არის ‘არასრულად შესრულებული’ სახით, რადგანაც საჭიროებენ თვითღირებულების გადათვლას.