საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა - SuperFin
პროგრამა SuperFin განკუთვნილია სხვადასხვა პროფილისა და საკუთრების ფორმის საწარმოებისა და ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის, ბუღალტერიის ავტომატიზაციისათვის. პროგრამა სრულყოფილად მოიცავს სასაქონლო მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და ხელფასის აღრიცხვის მოდულებს. შესაძლებელია ოპერაციებისა და ნაშთების სხვადასხვა ვალუტაში აღრიცხვა. პროგრამაში მხოლოდ პირველადი ინფორმაციის შეტანის საფუძველზე ავტომატურად მზადდება როგორც მთავარი წიგნი, ასევე მრავალი სახის სინთეზური და ანალიზური ანაგრიშგება.
ვებ-სუპერფინის პორტალთან -
superfin.gss.ge კავშირი გულისხმობს პროგრამის SuperFin კონკრეტული ორგანიზაციის (მონაცემთა ბაზის) ‘ვებ-სუპერფინის’ შესაბამის ორგანიზაციასთან დაკავშირებას, ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტის მიზნით.
დაკავშირების შემდეგ ავტომატურად მიმდინარეობს სინქრონიზაციის პროცესი, რის საფუძველზეც:
- პროგრამაში SuperFin არსებული ანგარიშები და ოპერაციები ავტომატურად იტვირთება ვებ-სუპერფინში;
- ვებ-სუპერფინში შეტანილი ოპერაციები ავტომატურად იტვირთება პროგრამაში SuperFin;
ვებ-სუპერფინთან (superfin.gss.ge) დაკავშირების შემდეგ, პროგრამა SuperFin ნებისმიერი ადგილიდან ხდება ხელმისაწვდომი.
● |
სუპერფინის -> ვებ-სუპერფინთან ბიზნეს-სტანდარტის ვერსიასთან დაკავშირებით, ფართოვდება სუპერფინის საშუალებები და შესაძლებელია:
|
- მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE-დან;
- ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად შექმნა და ატვირთვა RS.GE-ზე;
- ავანსისა და მიწოდების ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილება;
- 'საქართველოს ბანკის' ოპერაციების ავტომატური იმპორტი (ოპერაციები თვითონ გატარდება სუპერფინში);
- ანგარიშებზე და საბუთებზე pdf, Word, Excel, mp3, mp4, ასევე ნახატის ნებისმიერი ფორმატის ფაილების მიმაგრება;
- საბუთების ცვლილებების ნახვა და საჭიროების შემთხვევაში სასურველის აღდგენა;
- წაშლილი საბუთების აღდგენა;
- შეცდომით გატარებული საბუთების ერთიანად წაშლა;
- გაფართოებული ძებნა მრავალ ჭრილში;
- ინფორმაციის ძალიან სწრაფად (ფაქტიურად ლოდინის გარეშე) გადატანა MS ექსელში;
- ანგარიშის ამონაწერის გამოწერა და ელ. ფოსტაზე ავტომატური მიღება სასურველი სიხშირით;
- ბალანსის, მოგება-ზარალის და სხვა ფანანსური ანგარიშგებების სასურველი პარამეტრებით უამრავ სხვადასხვა სტატისტიკურ ჭრილში მიღება და შენახვა ცოცხალი Google ექსელების სახით, რომელთა ჩამოტვირთვა"MS ექსელის" ფაილებად შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
- მარტივად შექმნათ თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა ინფორმაციის შესაბამისი ‘ფინანსური გრაფიკები’, რომლებიც პროგრამის მიერ ავტომატურად ფორმირდება თქვენს მიერ მითითებული ფორმულებისა და პერიოდების საფუძველზე;
- თქვენთვის სასურველი ანგარიშგებების დაკვეთა;
- SuperFin ხელმისაწვდომია დისტანციურად;
● |
კავშირი მაღაზიებთან (საცალო გაყიდვების პორტალთან) - retail.gss.ge
|
მაღაზიებთან (‘საცალო გაყიდვების’ პორტალთან)
retail.gss.ge კავშირი გულისხმობს პროგრამის Superfin კონკრეტული ორგანიზაციის (მონაცემთა ბაზის) მაღაზიებთან დაკავშირებას და ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტს.
კავშირის საფუძველზე შესაძლებელია:
- მაღაზიისათვის განკუთვნილი საქონლის ბარათების ერთიანად ატვირთვა და სინქრონიზაცია ‘საცალო გაყიდვების’ შესაბამის ორგანიზაციაში;
- პროგრამაში გატარებული ვაჭრობის საბუთების (შემოსავლის ზედდებული, გასავლის ზედდებული და ა. შ.) მაღაზიებში ატვირთვა;
- მაღაზიებში გაყიდული ‘საცალო გაყიდვების’ საბუთების ჩამოტვირთვა გასავლის ზედდებულების სახით;
- ჩამოტვირთული/ატვირთული საბუთების სინქრონიზაცია, შედარებისა და შემოწმების მიზნით;
● |
ბანკის ამონაწერის იმპორტი
|
პროგრამას გააჩნია თიბისის, საქართველოს, ლიბერთის, ტერაბანკის, ბაზისბანკისა და პროკრედიტ ბანკის ამონაწერის იმპორტის საშუალება.
● |
ინტეგრაცია საქართველოს ბანკთან
|
"ვებ-სუპერფინის" ორგანიზაციაში შესაძლებელია ავტომატურად, ბუღალტრის ჩარევის გარეშე, საბუთების სახით მყისიერად ჩამოიტვირთოს საქართველოს ბანკის ანგარიშებზე მომხდარი ჩარიცხვები და გადარიცხვები, რაც საქართველოს ბანკის API ინტეგრაციის საფუძველზე ხორციელდება.
"ვებ-სუპერფინის" სუპერფინთან დაკავშირების შემთხვევაში კი, ეს საბუთები ავტომატურად იტვირთება პროგრამაში SuperFin.
თუ სხვა ბანკებთანაც გჭირდებათ ანალოგიური ინტეგრაცია, გთხოვთ მიმართოთ მათ ოფიციალური წერილით, რომ მათსავე ინეტრნეტ-ბანკინგებში საქართველოს ბანკის ანალოგიურად დაამატონ API ინტეგრაციის გამოყენების შესაძლებლობა.
● |
ნებისმიერი პროგრამიდან ინფორმაციის იმპორტი და მუშაობის გაგრძელება SuperFin-ში
|
პროგრამაში შესაძლებელია MS Excel ფაილიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის იმპორტი. კერძოდ: ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ანგარიშთა საწყისი ნაშთები, საქონლისა და ფასეულობების ჩამონათვალი, მათი საწყისი ნაშთები, საქონლის გასაყიდი ფასები, საქონლის საცალო შეძენისა და რეალიზაციის ოპერაციები, მომსახურე პერსონალის სია, ხელფასის საბუთები, სამეურნეო (საბუღალტრო) ოპერაციები და სხვა.
ამის საფუძველზე, ნებისმიერი პროგრამიდან ინფორმაციის SuperFin-ში გადმოტანა ძალიან მარტივად ხდება.
● |
სინქრონიზაცია RS.GE–თან
|
პროგრამას გააჩნია RS.GE–თან სრული სინქრონიზაცია, რაც გულისხმობს სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა / ჩამოტვირთვას RS.GE–ზე, კერძოდ:
- სუპერფინში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა RS.GE–ზე
- RS.GE–ზე გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვა სუპერფინში (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთიანად, სასურველი პერიოდის მიხედვით)
- პროგრამასა და RS.GE–ს შორის სასაქონლო ზედნადებების სინქრონიზაცია (შედარება და სხვაობების აღმოჩენა)
- RS.GE–ზე მიღებული სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა სუპერფინში (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთიანად, სასურველი პერიოდის მიხედვით)
- პროგრამაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ატვირთვა RS.GE–ზე "ვებ-სუპერფინის" გამოყენებით
- გამოწერილი და მიღებული მომსახურების და ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE–დან "ვებ-სუპერფინის" გამოყენებით
- RS.GE-ზე მიღებული ნავთობ პროდუქტების სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა სუპერფინში (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთიანად, სასურველი პერიოდის მიხედვით)
● |
საქონლის აღრიცხვის შეუზღუდავი საშუალებები
|
მასალების, საქონლის და მზა პოდუქციის შეძენა, წარმოება, შიდა მოძრაობა, რეალიზაცია, ასევე სასაქონლო ნაშთები აღირიცხება საწყობების მიხედვთ. შესაძლებელია საწყობებს შორის შიდა გადაზიდვისა და დისტრიბუციის ოპერაციების გატარება.
საქონლის რეალიზციის ანალიზი პროგრამაში შესაძლებელია სხვადასხვა ჭრილში. მაგ:
- საწყობების მიხედვით
- მყიდველების მიხედვით
- დისტრიბუტორების მიხედვით
- თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასების მიხედვით
● |
საქონლის მიღება და იმპორტი
|
საქონლის შეძენის ოპერაციის გატარებისას აქვე მიეთითება საჭირო დამატებითი ხარჯები, მაგ: ტრანსპორტირება, საბაჟო გადასახდელები და სხვა, რომლებიც ავტომატურად ნაწილდება საქონლის თვითღირებულებებზე ღირებულების ან წონის პროპორციულად.
● |
წარმოება და დეკომპლექტაცია
|
წარმოების ოპერაციებში საწარმოებელი პროდუქციის არჩევით ავტომატურად გადმოიტანება მის ბარათში შეტანილი შემადგენლობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემადგენლობის შეცვლა და წარმოების დამატებითი ხარჯების მითითება.
● |
დამატებითი ხარჯების გადანაწილება წარმოების და მოძრაობის საბუთებზე
|
პროგრამაში შესაძლებელია დამატებითი ხარჯების (კომუნალური ხარჯები, პირდაპირი ხელფასი და ა. შ.) განაწილება წარმოების ან/და მოძრაობის საბუთებზე ერთიანად, პერიოდის ბოლოს.
შემდეგ კი, ‘თვითღირებულების გადათვლის’ ფუნქციით შესაძლებელია თვითღირებულებების ხელახლა გადაანგარიშება.
● |
თვითღირებულების აღრიცხვა
|
საქონლის თვითღირებულებები აღირიცხება საწყობების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში ძალიან მარტივად ხდება თვითღირებულების გადათვლა, როგორც ერთი კონკრეტული საქონლისთვის, ასევე ყველა საქონლისთვის
● |
ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები
|
ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები პროგრამაში აღირიცხება ინდივიდუალური ბარათების მიხედვით. თითოეული ძირითადი საშუალება მიკუთვნებულია კონკრეტულ განყოფილებაზე და მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე.
ცვეთის დარიცხვა შესაძლებელია პარალელურად საგადასახადო და ფინანსური მეთოდებით.
ხელფასის დარიცხვა და გაცემა შესაძლებელია თვეში რამდენჯერმე და სხვადასხვა უწყისების დათვალიერებაც შესაძლებელია პარალელურად.
ხელფასის საბუთების შექმნა ხდება განყოფილებების მიხედვით ცალცალკე უწყისების სახით, უწყისების შექმნასთან ერთად ავტომატურად მზადდება ყოველთვიური ‘განაცემთა ინფორმაცია’, რომელიც პირდაპირ იტვირთება RS.GE–ზე.
გარდა ამისა, ხელფასის თანამშრომელთა პირად ანგარიშებზე მარტივად გადარიცხვის მიზნით პროგრამაში ჩადებულია საქართველოს ბანკებში მოქმედი განხსვავებული ანგარიშგებების ფორმები.
პროგრამაში ინფორმაციის შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში. სავალუტო ოპერაციებში შესაძლებელია პროგრამაში წინასწარ შეტანილი ოფიციალური კურსების ავტომატურად გამოყენება და საბანკო კურსების ხელით მითითებაც.
● |
კონვერტაცია და გადაფასება
|
ვალუტის კონვერტაციისა და გადაფასების ოპერაციები ძალიან მარტივად ტარდება შესაბამისი სტანდარტული ოპერაციის ტიპების გამოყენებით.
სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გატარებისას ავტომატურად ხდება მათი მიმდევრობითი ნუმერაცია და შესაბამისი საბუღალტრო გატარებები.
საგადახდო და სავალუტო საგადახდო ოპერაციების გატარებისას ავტომატურად ხდება შესაბამისი საბუღალტრო გატარებები. აღნიშნული საბუთები შესაძლებელია პირდაპირ დაიმპორტდეს ალტაბანკის პროგრამაში.
პროგრამაში არსებული უკვე აწყობილი ოპერაციების გამოყენებით მარტივად ტარდება სტანდარტული ოპერაციები. მაგ: მომსახურების რეალიზაციაზე დასმა, ხარჯის დარიცხვა, კონვერტაცია, გადაფასება, გადახურვა და ა. შ. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მომხმარებლისთვის კონკრეტული ოპერაციის ტიპის შექმნა.
● |
ზოგადი სამეურნეო (საბუღალტრო) ოპერაციები
|
სამეურნეო ოპერაციები, რომლებიც არ შეესაბამება პროგრამაში განსაზღვრულ სტანდარტულ ოპერაციის ტიპებს, შესაძლებელია გატარდეს ზოგადი საბუღალტრო ოპერაციის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ერთ ან რამოდენიმე საბუღალტრო გატარებას, სადაც ანგარიშები, ვალუტა და თანხა მიეთითება მომხმარებლის მიერ.
გარდა ამისა, შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის დუბლირება და მსგავსი ახალი ოპერაციის ძალიან მარტივად შექმნა.
პროგრამაში გატარებული ოპერაციები ავტომატურად აისახება ბრუნვის ფანჯარაში შესაბამის ანგარიშებზე. აქ ანგარიშთა ბრუნვები და ნაშთები მიიღება როგორც კონკრეტულ ვალუტაში, ასევე გაერთიანებული სახით ლარში. ბრუნვის ფანჯარაში შესაძლებელია ინფორმაციის ნებისმიერი სახით მიღება და ამობეჭდვა. ანგარიშის ამონაწერისა და გაშლილი ბრუნვის (მემორიალის) საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის დამატებით ჭრილებში მიღება.
● |
ბალანსი, მოგება–ზარალი, ფულის მოძრაობის უწყისი
|
აღნიშნული უწყისები პროგრამაში მუშაობისას ავტომატურად ფორმირდება და ნებისმიერი პერიოდისათვის მზად აქვს მომხმარებელს.
● |
საბუთების კონტროლი და კორექტირება
|
პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის კონტროლისა და მარტივად კორექტირების მიზნით, ადმინისტრატორს გააჩნია ყველა სხვა მომხმარებლის მიერ შექმნილი საბუთების რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
პროგრამას გააჩნია უამრავი სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების მიღების საშუალება, რომლებიც მომხმარებელს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე.
მომხმარებლის მოთხოვნით, მისთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია კონკრეტული ანგარიშგების შექმნა.
პროგრამაში ჩაშენებული ‘GSS ექსელი’ სხვადასხვა ანგარიშგებების მარტივად შედგენის საშუალებას იძლევა. ამ ანგარიშგებების უჯრებში ძირითადი მათემატიკური ოპერაციების გარდა, ქართულენოვანი ფუნქციების შეტანით შესაძლებელია ავტომატურად ამოიკრიბოს საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ინფორმაცია.
GSS ექსელში მომხმარებელს შეუძლია ააწყოს ბალანსის, მოგება–ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისებიც.
● |
მონაცემთა ექსპორტი პროგრამაში MS Excel
|
მიღებული ნებისმიერი ანგარიშგება შესაძლებელია გრაფიკული ან სამუშაო ფაილის სახით გადავიდეს პროგრამაში Microsoft Excel.
● |
ქსელური ვერსიის დაკავშირება სხვა პროგრამებთან
|
პროგრამის ქსელურ ვერსიას გააჩნია სხვა პროგრამებთან დაკავშირების საშუალებები. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია პროგრამაში SuperFin მარტივად ასახოს სხვა პროგრამაში შეტანილი ინფორმაცია და პირიქით.
● |
სისტემის მომხმარებელთა უფლებები / ფუნქციები
|
პროგრამაში მომუშავე თანამშრომლებს, მათი ფუნქციების შესაბამისად შესაძლებელია მიენიჭოს შესაბამისი უფლებები. მაგ: მხოლოდ შესყიდვები, მხოლოდ გაყიდვები, ხელფასის ოპერაციები და ა. შ.
პროგრამაში მთავარი ბუღალტრის მიერ შესაძლებელია განისაზღვროს სამუშაო პერიოდი და ამ ფარგლების გარეთ მომხმარებლებს შეზღუდული ექნებათ ინფორმაციის შეტანის და ცვლილების განხორციელების საშუალება.
პროგრამას SuperFin გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის საბიუჯეტო ვერსია, სადაც ჩაშენებულია შესაბამისი ანგარიშთა გეგმა და გათვალისწინებულია შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
კომპანიის მიერ მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა ხდება სატელეფონო ცხელი ხაზის, დისტანციური პროგრამების და ადგილზე მისვლის საშუალებით.
● |
კლიენტთა იდეები და მოთხოვნები
|
კლიენტის ნებისმიერი იდეა ან მოთხოვნა განიხილება კომპანიის საკონსულტაციო განყოფილებაში და დადებითი დასკვნის შემთხვევაში უმოკლეს ვადაში გაითვალისწინება პროგრამაში.
● |
პროგრამის SuperFin განახლების ვერსიები
|
პროგრამაში SuperFin სისტემატიურად შედის სიახლეები, რაც პროგრამის მომხმარებლებს განახლებების სახით მიეწოდებათ. ყოველ განახლებაში პროგრამა უმჯობესდება და ემატება ახალი საშაულებები.
განახლებებში ასევე გათვალისწინებულია ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.