E-mail მარკეტინგი და მენეჯმენტი
E-mail მარკეტინგის მეშვეობით, ღილაკის ერთი დაჭერით მარტივად არის შესაძლებელი სასურველი ინფორმაციის დაგზავნა ასიათასობით მომხმარებელთან და იმავდროულად მათი საპასუხო ქმედებების შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის ნახვა.
● |
გამომწერები -
Video Help
|
|
გამომწერების სახით პროგრამაში შესაძლებელია შეიქმნას იმ პირთა მონაცემთა ბაზა, ვისთანაც მომხმარებელს სურს მეილების სახით ინფორმაციის დაგზავნა.
ამ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად პროგრამას გააჩნია იმპორტი და მომხმარებელი მარტივად შეძლებს სხვადასხვა პროგრამებში გაბნეული კლიენტების ‘GSS გარემოში’ გაერთიანებას.
● |
გამოწერის ტიპები -
ვიდეო დახმარება
|
|
სასურველი თემატიკის მიხედვით მეილების დასაგზავნად მომხმარებელი ქმნის გამოწერის ტიპებს, მაგალითად: 'აქცია', 'მილოცვა', 'სიახლე' და სხვა. შემდგომ კი აქციის შესახებ მეილების დაგზავნისას ინფორმაციას ის მომხმარებლები მიიღებენ, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ‘აქციის’ ტიპის გამომწერთა ჯგუფში.
ამგვარად გამოწერის ტიპები საშუალებას იძლევა ინფორმაცია დაიგზავნოს მიზნობრივად და ის ყოველთვის მიიღოს მხოლოდ დაინტერესებულმა ადრესატმა.
● |
E-Mail დაგზავნის მომხმარებლები -
ვიდეო დახმარება
|
|
‘GSS გარემოში’ შესაძლებელია გამოწერის ტიპის თემატიკის მიხედვით მეილების დაგზავნის უფლება გადანაწილდეს ამ გარემოში გაერთიანებულ თანამშრომელზე ან თანამშრომელთა ჯგუფზე.
შედეგად, მხოლოდ ეს თანამშრომლ(ებ)ი საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე შეძლებენ ამ თემატიკის შესაბამისი E-Mail გზავნილების დაგზავნას და შემდგომ მათ მონიტორინგს.
● |
E-Mail დაგზავნა -
ვიდეო დახმარება
|
|
E-Mail გზავნილის დასაგზავნად, მეილის თემატიკიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელმა პროგრამაში აირჩიოს სასურველი გამოწერის ტიპი და მიუთითოს გზავნილის ტექსტის ენა. შედეგად, ამ თემატიკის გამომწერი მომხმარებლებიდან გამომდინარე გამოჩნდება გასაგზავნი გზავნილების ოდენობა და მიიღება ელ-ფოსტის ერთჯერადი მისამართი.
ბოლოს კი სწორედ ამ ელ-ფოსტის მისამართზე თანამშრომელი აგზავნის სასურველ ინფორმაციას. პროგრამა იღებს მას და ახორციელებს E-Mail დაგზავნას.
● |
დაგზავნილი E-Mail გზავნილი -
ვიდეო დახმარება
|
|
დაგზავნილი E-Mail-ები ინახება ‘GSS გარემოში’ და ნებისმიერ დროს დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოძებნოს იგი. დამატებით, ამავე E-Mail-ში პროგრამა აგროვებს და ინახავს მომხმარებლების საპასუხო ქმედებების შესაბამის E-Mail გზავნილების სტატისტიკას.
● |
E-Mail გზავნილების სტატისტიკა -
ვიდეო დახმარება
|
|
E-Mail სტატისტიკა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იქონიოს დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია დაგზავნილ მეილებთან დაკავშირებით მიმღები აუდიტორიის ინტერესის და გამოხმაურების შესახებ.
E-Mail სტატისტიკაში მოცემულია ორგანიზაციის მიერ დაგზავნილი მეილების რაოდენობა, მათი მიმღები მომხმარებლების ოდენობა, მიმღები მომხმარებლებიდან მეილის გამხსნელი მომხმარებლების პროცენტულობა და ასევე მეილის გამხსნელი მომხმარებლებიდან იმ მომხმარებელთა პროცენტული ოდენობა, ვინც განახორციელა მეილში არსებულ ბმულზე გადასვლა.
E-Mail სტატისტიკაში ასევე შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა გამომწერებზე, სულ რამდენი გამომწერია, აქტიური და პასიური გამომწერების ოდენობა და ასევე იმ გამომწერების ოდენობა, ვისთანაც გარკვეული მიზეზის გამო შეწყვეტილია მეილის დაგზავნა.
● |
შიდა E-Mail გზავნილები -
ვიდეო დახმარება
|
|
‘E-mail მარკეტინგ და მენეჯმენტში’ გარდა კლიენტებისა, მეილების დაგზავნა ორგანიზაციის თანაშრომლებთანაც მარტივად არის გადაწყვეტილი.
‘GSS გარემოს’ თანამშრომლებს ან საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ მათ ჯგუფებს, შესაძლებელია დაეგზავნოს მეილები და საქმის კურსში იყო თუ რამდენმა მათგანმა მიიღო ისინი, მიღებულებიდან რამდენმა გახსნა და რამდენმა განახორციელა მეილში არსებულ ბმულზე გადასვლა.
ეს E-mail გზავნილები და მათზე ინფორმაცია ინახება ‘GSS გარემოში’ და ნებისმერ დროს შესაძლებელია სასურველის მარტივად მოძიება და მისი ინფორმაციის ნახვა.