კომუნიკაცია და კონტაქტები
‘კომუნიკაცია და კონტაქტები’ წარმოადგენს ორგანიზაციის კონტაქტების საერთო მონაცემთა ბაზას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან კომპიუტერით თუ მობილურით არის ხელმისაწვდომი.
მასში კონტაქტები წარმოდგენილია ხალხის, ორგანიზაციების თუ ბანკების სახით და თითოეულ მათგანს სპეციფიკაციიდან გამომდინარე, მონაცემები და სკანირებული საბუთები განსხვავებულად და მოხერხებულად მიეთითება.
ასევე გათვალისწინებულია კონტაქტში შეტანილი ინფორმაციის დაცულობა, რადგან უფლებებიდან გამომდინარე მხოლოდ კონტაქტების მენეჯერს აქვს საშუალება წაშალოს ან შეცვალოს კონტაქტში შეტანილი ინფორმაცია.
უფრო მეტიც, ‘კომუნიკაცია და კონტაქტების’ მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას SMS მიმღებთა სიები, შემდეგ კი ერთი ხელის დაჭერით გაუგზავნოს მათ სასურველი ინფორმაცია.
● |
ხალხი -
ვიდეო დახმარება
|
|
პროგრამაში პიროვნების დამატებისას შესაძლებელია მიუთითო: სრული სახელი, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები, ვებ-გვერდი, ადგილმდებარეობა და დამატებითი ინფორმაცია.
აქვე ასევე შესაძლებელია პიროვნების სამსახურების, პირადობის მოწმობის, პასპორტის და მართვის მოწმობის მონაცემების მითითება, რომელთათვისაც ფოტოსურათის მსგავსად შესაძლებელია აიტვირთოს მათი სკანირებული ვერსიებიც.
● |
ორგანიზაცია -
ვიდეო დახმარება
|
|
პროგრამაში ორგანიზაციის დამატებისას შესაძლებელია მიუთითო: დასახელება, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები, ვებ-გვერდი, ადგილმდებარეობა, საქმიანობის ტიპი, საბანკო ანგარიშები და დამატებითი ინფორმაცია.
ასევე შესაძლებელია ორგანიზაციის თანამშრომლების შეტანა და ორგანიზაციის ლოგოს ატვირთვა.
● |
ბანკი -
ვიდეო დახმარება
|
|
პროგრამაში ბანკის დამატებისას შესაძლებელია მიუთითო: დასახელება, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები, ვებ-გვერდი, ადგილმდებარეობა, საბანკო კოდები, საბანკო ანგარიშები და დამატებითი ინფორმაცია.
ასევე შესაძლებელია ბანკის თანამშრომლების შეტანა და ბანკის ლოგოს ატვირთვა.
● |
Private Contacts -
Video Help
|
|
მომხმარებელს ‘კომუნიკაცია და კონტაქტებში’ შეუძლია შექმნას ’პირადი კონტაქტი’, მიუთითოს მას სასურველი ინფორმაცია და ის მხოლოდ მისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
უფრო მეტიც, შესაძლებელია ’პირადი კონტაქტი’ დააკავშირო ’საერთო კონტაქტთან’ და შემდგომ ამ კონტაქტის გახსნით სრულად ნახო კონსოლიდირებული ინფორმაცია.
● |
სამსახურები და თანამშრომლები -
ვიდეო დახმარება
|
|
‘კომუნიკაცია და კონტაქტებში’ შესაძლებელია ორგანიზაციას დაუკავშირო თანამშრომლები და პიროვნებას კი სამსახურები.
სამსახურების და თანამშრომლების მითითებით, მარტივია ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების ნახვა და შემდგომ ამ თანამშრომლებში სასურველი პიროვნების მოძიება.
ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების სამუშაო ადგილ(ებ)ის გაგება.
● |
დაკავშირებული კონტაქტები -
ვიდეო დახმარება
|
|
‘კომუნიკაცია და კონტაქტები’ საშუალებას იძლევა კონტაქტებს შორის შეიქმნას ურთიერთკავშირები. მაგალითად შესაძლებლობა გაქვს პიცის მიმტანი პიროვნება დააკავშირო რომელიმე ორგანიზაციასთან.
● |
საძიებო სისტემა -
ვიდეო დახმარება
|
|
კონტაქტების საძიებო ფანჯარაში ერთად თავმოყრილია ყველა ტიპის კონტაქტი და ძებნა ხდება სტანდარტული ველების მიხედვით, ასევე შესაძლებელია სასურველი კონტაქტის ერთდროულად რამოდენიმე პირობით მოძებნა. მაგალითად, თუ შეტანილ საძიებო სიტყვა ‘სტომატოლოგიურ კლინიკას’ დავამატებთ მისამართს ‘დიდ დიღომი’, პროგრამა მოძებნის დიდ დიღომში არსებული სტომატოლოგიური კლინიკების ჩამონათვალს.
● |
კონტაქტების ჯგუფების მართვა -
ვიდეო დახმარება
|
|
პროგრამაში ‘კომუნიკაცია და კონტაქტები’ შესაძლებელია კონტაქტები დააჯგუფო თემატიკის მიხედვით და შემდეგ მხოლოდ არჩეულ ჯგუფებში მოახდინო სასურველი კონტაქტის ძებნა.
● |
კონტაქტების იმპორტი და ექსპორტი -
ვიდეო დახმარება
|
|
ხალხის, ორგანიზაციის და ბანკების განყოფილებებში, დამატების გარდა შესაძლებელია მათი იმპორტი.
ასევე უპრობლემოდ არის შესაძლებელი გარემოში არსებული კონტაქტების დაექსპორტება.
● |
კონტაქტის რედაქტირების შეზღუდვა -
ვიდეო დახმარება
|
|
კონტაქტების სიაში ახალი კონტაქტების დამატება გარემოს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ხოლო, თუ მათი რედაქტირება ისევ ნებისმიერისთვის იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ შეიქმნებოდა უკვე შეტანილი ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება.
ამიტომ რედაქტირების შეზღუდვის განყოფილებაში კონტაქტების მენეჯერებს საშუალება აქვთ პერიოდულად მოიძიონ, შეამოწმონ და შეზღუდონ კონტაქტის რედაქტირება, რათა ხილვადი მაგრამ არარედაქტირებადი გახადონ ისინი გარემოს სხვა მომხმარებლებისთვის.
ნებისმიერ მომხმარებელს კი აქვს საშუალება, სასურველი კონტაქტიდან ძალიან მარტივად გაუგზავნოს კონტაქტების მენეჯერს შეტყობინება ამ კონტაქტში შესატანი ცვლილებების შესახებ.
● |
SMS დაგზავნა -
ვიდეო დახმარება
|
|
‘კომუნიკაცია და კონტაქტებში’ ასევე გათვალისწინებულია SMS-ის საშუალებით ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთან ინფორმაციის მიწოდება.
კერძოდ, შესაძლებელია მომხმარებელმა შექმნას იმ კონტაქტების ჯგუფები, რომელთანაც საჭიროა SMS ინფორმაციის დაგზავნა.
დაგზავნილ SMS-ებს მომხმარებელი ნახულობს ’SMS გზავნილების’ განყოფილებაში, სადაც სასურველი პირობებით შესაძლებელია მოიძიოს ნებისმერი გაგზავნილი ინფორმაცია.