ადმინისტრატორის უფლებები
● |
მიმდინარე განახლებიდან, ადმინისტრატორის უფლების მქონე მომხმარებელს
|
დაემატა სხვა მომხმარებლის მიერ შექმნილი საბუთის რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
ადმინისტრატორის მიერ სხვისი შექმნილი საბუთის გახსნისას, აღარ ჩანს მისი შემქმნელის სახელი და რედაქტირების დასრულების შემდეგ ადმინისტრატორი დაფიქსირდება საბუთის შემქმნელად. აქედან გამომდინარე, საბუთის თავდაპირველ შემქმნელს აღარ ექნება ამ საბუთის შეცვლის უფლება, თუ მასაც არ გააჩნია ადმინისტრატორის უფლება.
გასწორებული ხარვეზები
● |
თუ პარამეტრებში ‘პრიორიტეტული ვალუტის’ ველში არჩეული იყო უცხოური ვალუტა, ახალ საბუღალტრო ოპერაციაში მიმდინარე თარიღის სავალუტო კურსი მიიღებოდა, ნაცვლად საბუღალტრო ოპერაციაში მითითებული თარიღის კურსისა. ხარვეზი გასწორებულია.
|
● |
სხვადასხვა ფანჯრებში, ხარვეზით ხდებოდა სასურველი ინფორმაციის სვეტში ძებნა. ხარვეზი გასწორებულია
|
განყოფილება "SuperFin"
ბანკის ამონაწერის იმპორტი
● |
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ‘ტერაბანკის’ ამონაწერის იმპორტის საშუალება, რაც თიბისისა და საქართველოს ბანკის ამონაწერის იმპორტის ანალოგიურად ხორციელდება.
|
● |
საქართველოს ბანკის ამონაწერის იმპორტისას გამარტივდა ‘ბანკის საკომისიოს’ ოპერაციების გატარება. კერძოდ, ყველა ასეთი ოპერაციის ‘ანგარიშის’ ველში ბანკის სხვადასხვა სატრანზიტო ანგარიშების ნაცვლად მიიღება ჩანაწერი ‘ბანკის საკომისიო’ და ერთერთი მათგანის საბუღალტრო ანგარიშის შევსებით, ავტომატურად ივსება ყველა მათგანი;
|
● |
თიბისი ბანკის ‘ბიზნეს ბარათის’ სავალუტო ამონაწერის იმპორტის განხორციელებამდე, ექსელის ფაილში საჭირო იყო ვალუტის გადაადგილება C7–დან C8 გრაფაში, მიმდინარე განახლებიდან აღნიშნული მოქმედება საჭირო აღარ არის. პროგრამა ორივე გრაფიდან იღებს ვალუტას.
|
განყოფილება “ვაჭრობა–წარმოება”
საქონლის ფასების ერთიანად იმპორტი Excel ფაილიდან
● |
მიმდინარე განახლებიდან, პროგრამას დაემატა საქონლის ბარათებში ფასისა და ვალუტის ერთიანად Excel ფაილიდან იმპორტის საშუალება. შესაბამისად, იმპორტის ფაილის ნიმუშს დაემატა ახალი გვერდი ‘საქონლის ფასები’.
|
იმპორტის ოპერაციით შესაძლებელია, ფასების მხოლოდ ერთერთი ტიპის, ნებისმიერი ორი მათგანის ან სამივეს ერთიანად იმპორტი. თუ Excel ფაილში, ფასის რომელიმე ტიპში ინფორმაცია არ იქნება შეტანილი, საქონლის ბარათებში შესაბამისი ტიპის ფასები დარჩება უცვლელი.
შემოსავლის ზედდებული
შემოსავლის ზედდებულში საქონლის ჩამოტვირთვის შემდეგ, თუ რომელიმე საქონლის განზომილება RS.GE–ზე განსხვავდება მისი განზომილებისაგან პროგრამაში, ასეთი ჩანაწერი მოცემული არის წითელი ფერით.
ამ შემთხვევაში, საქონლის რედაქტირების ფანჯარაში, მიღებული ‘რაოდენობისა’ და ‘ერთეულის ღირებულების’ მითითება საჭიროა იმ განზომილების მიხედვით, რომლითაც იგი აღირიცხება პროგრამაში.
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების RS.GE-დან ერთიანად ჩამოტვირთვა
● |
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების RS.GE–დან ერთიანად ჩამოტვირთვის საშუალება.
|
აღნიშნული ფუნქციის გამოყენებამდე, თუ პროგრამაში გახსნილი არის ერთზე მეტი საწყობი, აუცილებელია არსებობდეს ერთი საწყობი დასახელებით ‘გაურკვეველი’.
წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთების ჩამოტვირთვისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, ასეთი დასახელების მქონე საწყობის შექმნის მოთხოვნით.
შენიშვნა:
პროგრამაში მხოლოდ ერთი საწყობის არსებობის შემთხვევაში, საწყობის ‘გაურკვეველი’ დამატება საჭირო არ არის.
საბუთების ჩამოტვირთვა
გასავლის ზედდებულის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში ‘rs - ერთიანად ჩამოტვირთვის’ ღილაკზე

ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე გაგზავნილი ზედნადებები’.
‘პერიოდის’ ველები ავტომატურად შევსებულია კომპიუტერის სისტემური თარიღის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მიეთითება სასურველი პერიოდი.
ფანჯარაში ჩანს RS.GE–ზე მყიდველებისათვის გამოწერილი ‘ტრანსპორტირებით’, ‘ტრანსპორტირების გარეშე’ ან ‘ქვეზედნადების’ ტიპის სასაქონლო ზედნადებები, რომელთა სტატუსი არის ‘აქტიური’, ‘დასრულებული’ ან ‘გადამზიდველთან გადაგზავნილი’.
უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფრად არის მოცემული და პროგრამა არ მოახდენს მათ ხელმეორედ ჩამოტვირთვას.
ორგანიზაციის ველში საინდენტიფიკაციო ნომრის ან დასახლების შეტანით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული მყიდველისათვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით საბუთები ერთიანად ჩამოიტვირთება პროგრამაში.
შენიშვნა: ‘საბუთების ერთიანად ჩამოტვირთვის’ ფანჯრიდან შეუძლებელია მხოლოდ ერთი საბუთის ჩამოტვირთვა. რომელიმე საბუთზე თაგვის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი, ყველა საბუთი ჩამოიტვირთება.
ჩამოტვირთული საბუთები პროგრამაში აისახება შესრულებული სახით, თუ მათში ზუსტად მოხდა საწყობისა და საქონლის ბარათების ამოცნობა და ამასთან ერთად საწყობში არსებული საქონლის ნაშთი საკმარისია რეალიზაციის ოპერაციის შესრულებისათვის.
თუ ჩამოტვირთული საბუთების სიაში, რომელიმე მათგანს პროგრამამ კითხვისნიშანი დაუსვა ‘შესრულების’ (მონიშვნის) გრაფაში, ეს ნიშნავს, რომ საბუთი ვერ შესრულდა საწყობში საქონლის არასაკმარისი რაოდენების გამო და ამიტომ აისახა ‘არასრულად შესრულებული’ სახით. საქონლის არასაკმარისი რაოდენობის გამომწვევი მიზეზის გარკვევისა და შეცდომის გასწორების შემდეგ, თვითღირებულების გადათვლით ასეთი საბუთები შესრულებული სახით აისახება.
თუ ჩამოტვირთული საბუთების სიაში რომელიმე მათგანს პროგრამამ კითხვისნიშანი ‘ჩამოტვირთვის’ გრაფაში დაუსვა, ეს ნიშნავს, რომ საბუთში საწყობის ველი შევსებულია არა კონკრეტული საწყობით, არამედ ‘გაურკვეველი’ საწყობით ან საქონლის სიაში არსებობს თუნდაც ერთი ‘გაურკვეველი’ საქონელი. ასეთი საბუთები პორგრამაში აისახება შეუსრულებელი სახით.
დასასრულებელი საბუთების ძებნა
არასრულად შესრულებული ან შეუსრულებელი საბუთის ძებნა პროგრამაში შესაძლებელია ანგარიშგების ‘საბუთების გამობეჭდვა’ (GSS მონაცემები/ანგარიშგებები) გამოყენებით.
საჭირო პერიოდის მითითებისა და გამობეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება შესაბამისი საბუთების სია.
ქვეზედნადებების ჩამოტვირთვა
ქვეზედნადებების ჩამოტვირთვის შემთხვევაში, პროგრამა მათ ავტომატურად დააკავშირებს მათ შესაბამის დისტრიბუციის მთავარ ზედნადებებს. თუ პროგრამაში ჯერ არ არის გატარებული შესაბამისი დისტრიბუციის მთავარი ზედნადებები, ქვეზედნადებები არ ჩამოიტვირთება და მიიღება შესაბამისი შეტყობინება.
პროგრამაში საჭირო მთავარი ზედნადებების შეტანის/ჩამოტვირთვის შემდეგ, დარჩენილი ქვეზედნადებები უკვე უპრობლემოდ ჩამოიტვირთება ერთიანად.
ჩამოტვრთული საბუთების ავტომატური შევსება
ჩამოტვირთვის შემდეგ, თითოეულ საბუთში საწყობის ველი ავტომატურად ივსება იმ საწყობით, რომლის მისამართიც ზუსტად ემთხვევა სასაქონლო ზედნადების ‘ტრანსპორტირების დაწყების მისამართს’ RS.GE–ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საწყობის ველი ივსება საწყობით ‘გაურკვეველი’.
მყიდველის ველი ავტომატურად ივსება საჭირო მყიდველის ანგარიშით, თუ ანგარიშთა გეგმაში მის საბუღალტრო ანგარიშთან დაკავშირებული ორგანიზაციის ფანჯარაში შეტანილია საიდენტიფიკაციო ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველის ველი ივსება ‘სერვისი/პარამეტრებში/’ მითითებული ‘მყიდველის ანგარიშით’.
საბუთში ასევე ავტომატურად ხდება საქონლის სიის შევსება, თუ საქონლის ბარათები ერთხელ უკვე ატვირთული/ჩამოტვირთულია RS.GE-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონლის ჩამოტვირთვა მოხდება ბარათზე ‘გაურკვეველი’.
მოძრაობა-წარმოება-ჩამოწერა
● |
მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის საბუთს დაემატა Excel ფაილიდან საქონლის სიის იმპორტის საშუალება, რაც ანალოგიურია უკვე განხილული ინფორმაციის იმპორტისა.
|
● |
წარმოების საბუთში, საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა შემადგენელი მასალების ‘თვითღირებულებების’ სვეტი, სადაც საბუთის შესრულების შემდეგ აისახება თითოეული გახარჯული მასალის თვითღირებულება.
|
წარმოებაში გახარჯული მასალების თვითღირებულებები უკვე ჩანს საბუთის ამოსაბეჭდ ფორმაშიც ‘რაოდენობა და თვითღირებულება’.
აღნიშნულ ამოსაბეჭდ ფორმაში, ასევე დაემატა, თითოეული პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დამატებითი ხარჯის ანგარიში და ხარჯის ოდენობა.
RS.GE - სინქრონიზაცია
● |
‘გადამზიდველთან გადაგზავნილი’, აქტიური სტატუსის ზედნადების ხელმეორედ გაგზავნისას (კორექტირებისას), პროგრამა ზედმეტად ცდილობდა მძღოლისა და მანქანის მონაცემების გადაგზავნას, რის გამოც საბუთი საერთოდ ვერ იგზავნებოდა. ხარვეზი გასწორებულია.
|
განყოფილება “ფასეულობები”
● |
ფასეულობების ფინანსური მოძრაობის ბეჭდვისას შეცდომა ხდებოდა, თუ მონიშნული იყო ‘გამოიბეჭდოს ბრუნვა’. ხარვეზი გასწორებულია.
|
GSS მონაცემები
ანგარიშგებები
განახლება 2.041–ის დამატება 1
● |
სხვადასხვა ფანჯრებში (მაგ: ანგარიშთა გეგმა, ბრუნვა), სვეტში ძებნის პროცესის მიმდინარეობისას, ‘Enter’ ღილაკზე დაჭერით პროგრამა ავარიულად ითიშებოდა. ხარვეზი გასწორებულია;
|
● |
ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემები არასრულად გადადიოდა (ზოგიერთი უჯრა ცარიელი რჩებოდა) რისი მიზეზიც იყო კომპიუტერში ჩაწერილი რაიმე პროგრამის (მაგალითად: DropBox, skype, Onedrive და სხვა) რომელიმე კომპონენტის (Flagin) მიერ Windows-ის ბუფერის დაკავება. მიმდინარე განახლებიდან შეიცვალა პროგრამიდან SuperFin პროგრამაში MS Excel ინფორმაციის კოპირების პროგრამული ტექნოლოგია და მიუხედავად აღნიშნული პროგრამებისა, მონაცემების კონვერტაცია უშეცდომოდ ხდება;
|
● |
‘მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის’ საბუთის გადატანისას მონაცემები უკვე სრულყოფილად გადადის;
|
● |
პროგრამაში MS Excel 2013, 2016 ინფორმაციის გრაფიკული სახით კონვერტაციისას, პროგრამა ავარიულად აღარ ითიშება;
|
● |
პროგრამაში MS Excel 2016 ‘საქონლის მოძრაობის ნაშთებით’ გადატანისას მონაცემები სრულყოფილად გადადის;
|
განახლება 2.041–ის დამატება 2
განყოფილება ვაჭრობა წარმოება
ფასდაკლება გასავლის ზედდებულში
● |
მიმდინარე განახლებიდან გასავლის ზედდებულს დაემატა საქონლის ფასდაკლების/ფასნამატის მითითების საშუალება. ფასდაკლება/ფასნამატი შესაძლებელია მიეთითოს როგორც პროცენტულად, ასევე თანხობრივად, რის საფუძველზეც ავტომატურად ხდება საქონელთა შეცვლილი ფასების ფორმირება.
|
კონკრეტული კლიენტისათვის დადგენილი ფასდაკლების სისტემატურად გამოყენების გამარტივების მიზნით, ფასდაკლება შესაძლებელია მიეთითოს კლიენტის მონაცემებში
და ასეთი კლიენტის არჩევით, გასავლის ზედდებულში ავტომატურად აისახება მისთვის განსაზღვრული ფასდაკლება.
შევნიშნავთ, რომ ფასდაკლების გამოყენების შემთხვევაში, ფასდაკლებული თანხის შესაბამისი დღგ აისახება სვეტში ‘მშ. დღგ’, მაგრამ უცვლელი რჩება საქონლის რედაქტირების ფანჯარაში.
სვეტში ‘მშ. დღგ’ თანხის შეცვლა (მაგ: მათემატიკური დამრგვალების გამო, ერთ თეთრიანი ცდომილების გასწორების მიზნით) შესაძლებელია პირდაპირ გრაფაში, რედაქტირების გზით, საქონლის რედაქტირების ფანჯრის გამოძახების გარეშე.
საბუთების გაგზავნა RS.GE–ზე
● |
‘ტრანსპორტირებით’ ტიპის სასაქონლო ზედნადების rs.ge-ზე გაგზავნისას, ფანჯარაში მითითებული ‘ტრანსპორტირების დაწყების’ თარიღი
|
ავტომატურად აისახება საბუთის თარიღის ველში და შეტყობინების
საფუძველზე, საბუთი გადაინაცვლებს მითითებულ თარიღში.
‘ტრანსპორტირების დაწყების’ თარიღში, საქონლის არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში, პროგრამას გამოაქვს შეტყობინებები
და საბუთი იქმნება ‘არასრულად შესრულებული’ სახით (მოინიშნება წითელი ფერის კითხვისნიშნით).
● |
მიმდინარე განახლებიდან, უკვე შესაძლებელია მომავალ თარიღში შექმნილი საბუთების (RS.GE–ზე არსებული სამ დღიანი შეზღუდვის გათვალისწინებით) გაგზავნა RS.GE–ზე.
|
საბუთების ჩამოტვრთვა RS.GE–დან
● |
სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვის ფანჯარაში დაემატა ‘ტრანსპორტირების დაწყების თარიღის’ სვეტი და Rs.ge-დან ჩამოტვირთულ სასაქონლო ზედნადების თარიღის ველში აისახება ‘ტრანსპორტირების დაწყების’ თარიღი.
|
შემოსავლის / გასავლის ზედდებულების ბეჭდვა
● |
შემოსავლის ზედდებულების ბეჭდვის ფანჯარაში
|
დაემატა მიღებული საქონლის RS.GE-ზე არსებული კოდით და დასახელებით ამობეჭდვის საშუალება.
შევნიშნავთ, რომ თუ რომელიმე ჩანაწერში საქონლის კოდის, დასახელებისა და განზომილების გრაფები ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქონელი არ არის ჩამოტვირთული RS.GE-დან, გატრებულია პირდაპირ პროგრამაში.
● |
შემოსავლის / გასავლის ზედდებულების ‘საქონლის სიის სახით’ ამოსაბეჭდ ფორმებში დაემატა მომწოდებლის / მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის სვეტი.
|
განახლება 2.041–ის დამატება 3
განყოფილება "SuperFin"
ბაზის ბანკის ამონაწერის იმპორტი
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა
‘ბაზისბანკის’ ამონაწერის იმპორტის საშუალება, რაც
თიბისის, საქართველოს და ტერაბანკის ამონაწერის იმპორტის ანალოგიურად ხორციელდება.